Tuesday, November 20, 2012

მარტინ ლუთერ კინგი - (1929-1968)

                  



      მარტინ ლუთერ კინგი დაიბადა 1929 წლის 15 იანვარს ატლანტაში. ის იყო გამოჩენილი ამერიკელი ორატორი, რასიზმის არაძალისმიერი წინააღმდეგობის ლიდერი. მის გამოსვლებში ის მოუწოდებდა თანასწორობის მიღწევას მშვიდობიანი გზით. მისი გამოსვლები სამოქალაქო უფლებების მოძრაობას ენერგიას ჰმატებდა – იწყებოდა მარშები, ეკონომიკური ბოიკოტები. მარტინ ლუთერ კინგის ყველაზე ცნობილი გამოსვლაა “მე მაქვს ერთი ოცნება” წარმოთქმული მშვიდობიანი მარშისას ვაშინგტონში 1963 წელს ლინკოლნის მონუმენტის კვარცხლბეკთან დაახ. 300 ათასი ამერიკელის წინ. კინგმა რასისტული დისკრიმინაციის წინააღმდეგ გაწეული ღვაწლის გამო ნობელის მშვიდობის პრემია დაიმსახურა.


Tuesday, November 13, 2012

მაჰათმა განდი- (1869-1948)



            მოჰანდას კარამჩანდ განდისაყოველთაოდ ცნობილი, როგორც მაჰათმა        განდიინდოეთის სულიერი და პოლიტიკური ლიდერი, რომლის წინამძღოლობით   ინდოეთმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას მიაღწია. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ის   უარჰყოფდა რაიმე სახის ტერორიზმს ან ძალადობას. ძალადობის უარყოფის მისეულმა      ფილოსოფიამ, რომელსაც მან სატიაგრაჰა უწოდა, დიდი გავლენა იქონია ეროვნულსა თუ   საერთაშორისო არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობებზე მსოფლიო მასშტაბით.