Tuesday, January 22, 2013

საინტერესო და უცნაური ფაქტები " ტიტანიკის" შესახებ...






      "ტიტანიკი " -   "ოლიმპიკის" კლასის  ინგლისური  ლაინერი იყო,  თავისი დროის ყველაზე დიდი გემი , რომელიც  ეკუთვნოდა კომპანიას "white star line"-. მან თავის პირველივე  რეისზე  კატასტროფა  განიცადა და 1912  წლის  14  აპრილს აისბერგთან  შეჯახების  გამო  ჩაიძირა.  ბორტზე  სულ 2207 ადამიანი  იმყოფებოდა ,  გადარჩა  მხოლოდ  706  ადამიანი. ეს იყო ტრაგედია  , რომელმაც  მსოფლიო  აალაპარაკა.








 და  მაინც , რამ  გამოიწვია  ტიტანიკის  ჩაძირვა?  ეს კითხვა  ყველას  აწუხებდა .  ამ  კატასტროფას ხან  უბედურ  შემთხვევას  მიაწერდნენ  , ხანაც  კაპიტნის  დაუდევრობას, თუმცა  ეს  საკითხი  დღესაც  ბურუსითაა  მოცული.  ამ  გაუგებრობას  ემატება  ის  უცნაური   ფაქტები , რომლებიც  ტიტანიკის  გარშემო  ტრიალებს...


       
       1972 წლის 15 აპრილს ლინკორნთეოდორ რუზველტისრადისტმა დაიჭირა SOS სიგნალებიხმაურსა და შიშინს შორის ისმოდა მოწოდება, რომელიც იუწყებოდა რომტიტანიკიიძირებოდა. რადიტმა ლოიდ დეტმერმა პირველი რაც იფიქრა ის იყო – “ხომ არ შევიშალეო”.. მაგრამ მერე გადაწყვიტა მაინც გამოეძახა სანაპირო დაცვაიქნებ მართლა ვიღაც იძირება და შველა სჭირდებაო. ნაპირიდან პასუხი იყო მეტად უცნაურილოიდ უბრძანესყურადღება არ მიექცია ამ მოწოდებებისათვის და კურსი განეგრძო. უკვე პორტში ლოიდი და გემის კაპიტანიც ცდილობდნენ გაერკვია რა მოხდა. ამ სიგნალებზე უფრო მეტად ისინი გააკვირვა სანაპირო დაცვის უცნაურმა პასუხმა და ქცევამმაგრამ პორტში მათ აუხსნეს, რომ ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყოტიტანიკისმოწოდება – “ტიტანიკი” 60 წლის წინ ჩაიძირა და საერთოდ არანაირი SOS სიგნალი არ იყოყველაფერი მოგელანდათო.
 მაგრამ ლოიდი ამით არ დაკმაყოფილდამას საეჭვოდ მოეჩვენა ის ფაქტი, რომ რადიოკავშირზე გამოძახებაზე პასუხებს სცემდნენ არა სამხედროები, არამედ სპეცსამსახურების წარმომადგენლები! და მან გადაწყვიტა პატარა გამოძიება ჩაეტარებინაჯერ უბრალოდ აინტერესებდა რა მოხდა, მაგრამ თანდათანობით ისეთი საინტერესო ინფორმაციები ამოქექა, რომ ბოლო ბოლო ნევროზის გამო ფსიქიატრიულში აღმოჩნდა!
        მაგრამ სანამ იქ მოხვდებოდა  – ბევრი საინტერესო დეტალი აღმოაჩინა:დეტმერმა მოქექა სამხედრო არქივები და აღმოაჩინა, რომ ის ერთადერთი არ ყოფილა ამ ქვეყანაზე, ვინც ეს სიგნალები მოისმინა.!
       არმოჩნდა, რომ, მისი კოლეგები (რადისტები) ღებულობდნენ ასეთ სიგნალებსტიტანიკიდანგარკვეული პერიოდის ინტერვალებითმან დაალაგა ყველა ასეთი შეტყობინება და ასეთი უცნაური სურათი მიიღო!
 1924 წელი, 1930- წელი, 1936- წელი, 1942- წელი!  აღმოჩნდა, რომ შეტყობინებები ყოველ 6 წელიწადში ფიქსირდებოდა!
         მან გადაწყვიტა კიდევ ჩაეტარებინა ექსპერიმენტი და 1978 წელს უკვე სპეციალურად ელოდებოდა ამ რადიოსიგნალს. მერე კი ყველას უმტკიცებდა, რომ მოისმინა ის. რა ხდებოდა შემდგომ – 1984 და 1990 წლებში უცნობია, ვინაიდან ლოიდი ამ დროს ფსიქიატრიულში მკურნალობდა ნევროზის გამო ბალტიმორის კლინიკაში. მაგრამ ისევ აპრილში (ტიტანიკი 14 აპრილს ჩაიძირა) – 1996 წელს კანადურ გაზეთსან”- ში კვლავ გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, კანადურმა გემმაკვებეკმაისევ მიიღო რადიოშეტყობინებატიტანიკიდან” – გვიშველეთო!  ამჟამდ კი დაფიქრდნენ რა ხდებოდა.
         ზოგიერთი მეცნიერის აზრით, შეიქმნა ერთგვარი ინფორმაციულ-სივრცული ფანტომი, რომელმაც გადალახა დრო და სივრცე და ყოველ 6 წელიწადში ბრუნდებოდა იმავე ადგილას, სადაც წარმოიშვა!
     ზოგი მეცნიერი ფიქრობდა, რომ ასეთი გარღვევა სივრცე და დროში მოხდა არა მარტო მომავალშიარამედ პირიქითწარსულშიცო -ანუ იგი გაიგაზვნა დროის ორივე მხარესო!
 მაშინ ის უნდა ყოფილიყო ასევე 1906 , 1900 და 1894 წლებშიც.
      იყო კი ის დაფიქსირებული?
 არავინაიდან მაშინ რადიო ძვირი სიამოვნება იყო და ის ცოტა ვინმეს ჰქონდა, მაგრამ სამაგიეროდ წარსულში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იჭერდნენ ამ სიგნალებს საკუთარი გონებითთუმცა კი გაუცნობიერებლად!

       რობერტსონი იყო ერთი, ყველასათვის უცნობი მწერალი, რომელმაც 1896 წელს გამოუშვა რომანი “ ტიტანის  დაღუპვა "სადაც დაწვრილებითაა აღწერილი დიდი გემის დაღუპვის ისტორია ატლანტიკის ოკეანეში. 
      მკვლევართა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ მორგანმატიტანიკისდაღუპვამდე რამდენიმე წლით ადრემიიღო ასეთივეინფორმაციულისიგნალი და ის გაუცნობიერებლად ასახა თავის რომანში.

                                                         რობერტსონის  წიგნი


     და აი მსგავსებებიც მორგანის “ტიტანსა” და ნამდვილ “ტიტანიკს” შორის:

1.  ეს გემი რობერტსონის რომანში მეიმართებოდა ინგლისიდან ამერიკაში (ისევე როგორცტიტანიკი”)


2.   ორივე გემი დაახლოებით 800 ფუტი იყო სიგრძეში.

3.  ორივე გემს ჰქონდა ზედმეტსახელი ჩაუძირავი (Unsinkable)

4.  მორგანის ტიტანს 20 სამაშველო ნავი ქონდა (მხოლოდ 4-ით ნაკლები ტიტანიკზე) და არც ერთი არ იყო საკმარისი ხალხისთვის.

5.  ორივე გემი ჩრდილო ატლანტიკურ ოკეანეში მიცურავდა.

6.  ორივე გემზე დაახლოებით 3000 მგზავრი იყო.

7.  ორივე გემი აისბერგთან შეჯახების გამო ჩაიძირა.

8.  ტიტანიკი 1912 წლის 14 აპრილს შეასკდა აისბერგს, ნიუფაუნდლენდიდან (Newfoundland) დაახლოებით 400 მილის დაშორებით. ტიტანიც აპრილში დაეჯახა აისბერგს გამოგონილი ტერანოვადან დაახლოებით 400 მილის დაშორებით (ინგლისური თარგმანით Terranova იგივეა რაც Newfoundland, Terra – Land/Terrian და Nova – New).

9.  ორივე გემზე მგზავრების ნახევარზე მეტი დაიხრჩო 

    ტიტანიკისდაღუპვის მერე კი მანამდე ყველასათვის უცნობი მორგანის რომანი სენსაციად იქცა. მართალია, მორგანმატიტანიკისდაღუპვის შემდგომ გამოშვებულ გამოცემებში ცოტა შეცვალა დეტალები, რათა რომანი მაქსიმალურად დაახლოებული ყოფილიყო რეალურ მოვლენებთანმაგრამ მაინც საოცარია ასეთი დამთხვევები -












No comments:

Post a Comment