საინტერესო ფაქტები


საინტერესო ფაქტები - ნაწილი 1


 1. რაც უფრო ცუდ პირობებში იზრდება და ხარობს ყავა, მით უფრო გემრიელია მისი ნაყოფი.



2. ყოველ წუთს მსოფლიოში 27 529 124 ლიტრი ლუდი ისმევა.



3. ბანანში 75% წყალია.



4. სოფლიოს მოსახლეობის ორი მესამედი ყოველდღიურ ცხოვრებაში არ იყენებს სკამს. აზიის მოსახლეობა ეგრეთწოდებულ “თურქულად” ჯდომას აძლევს უპირატესობას, აფრიკელები კი ჩაცუცქულ ჯდომას ამჯობინებენ. 

5. ნაპოლეონი თვლიდა, რომ მან სახელი გაითქვა არა იმიტომ, რომ მოიგო 40 ბრძოლა არამედ იმიტომ რომ 1804 წელს შექმნა სამოქალაქო კოდექსი. ეს კოდექსი 70 ქვეყანაში მოქმედებდა. ამ კოდექსის 2281 მუხლიდან 1200-ს დღემდე არანაირი ცვლილება არ განუცდია.



6. ისინი, ვინც ტელევიზორს დღეში 6 საათს ან მეტს უყურებენ, 4,8 წლით ნაკლებს ცოცხლობენ,ვიდრე ისინი , ვინც საერთოდ არ უყურებს ტელევიზორს.ეს ნიშნავს , რომ ტელევიზორის წინ გატარებული ყოველი 1 საათი ცხოვრების 22 წუთის სიცოცხლეს გვაკარგვინებს.

7. ტყის ხანძრების მხოლოდ 4% ხდება შემთხვევით, დანარჩენი ადამიანის დაუდევრობის შედეგია.



8. ვერცერთი ადამიანი ვერ იტყვის ასო " ს "-ს ენაგამოყოფილი.

9. ოქროს თევზს თუ დიდხანს ამყოფებ ბნელ ოთახში, თეთრი გახდება.



10. ინდოეთში, ქალაქ გურგაონში, საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთ კი არ აჯარიმებენ, არამედ აიძულებენ ნახევარი საათი პოლიციელად იმუსაონ და საგზაო მოძრაობა მოაწესრიგონ.დასჯის მიზანია , მძღოლები მიხვდნენ თუ რამდენად რთულია პოლიციისათვის მათ მიერ შექმნილი არეულობის გამოსწორება.

11. ჩიტი კოლიბრი – ერთადერთი ჩიტია , რომელსაც შეუძლია ფრენა უკუმიმართულებით.




      წყარო : http://ucnauri.com/215818





No comments:

Post a Comment