Monday, January 14, 2013

Gabrielle Coco Chanel - მსოფლიო მოდის ლეგენდა




 გაბრიელ  კოკო  შანელი  - დაიბადა  საფრანგეთის პატარა  ქალაქ - სამურში 1883 წლის 19 აგვისტოს.  6  წლის ასაკში დედა  გარდაეცვალა  მამამ კი  მიატოვა ბავშვები, რის გამოც  სანელი  თავის  ორ  დასთან  ერთად   ბავშვთა სახლში  იზრდებოდა. როდესაც გოგონას 18 წელი შეუსრულდა ტანსაცმლის მაღაზიაში მოეწყო  სამუშაოდ, თავისუფალ  დროს კი უყვარდა  კაბარეში  სიმღერა. მისი საყვარელი სიმღერები იყო -  "Ko Ko Ri Ko"  და  "Qui qua vu Coco", სწორედ აქედან მოდის  მისი  ზედმეტსახელი  Coco









         ერთ-ერთი  გამოსვლის  დროს კოკომ  გაიცნო  ოფიცერი  Étienne  Balsan ვისთან  ერთადაც  გადავიდა  საცხოვრებლად  პარიზში, მაგრამ  რამდენიმე წლიანი  თანაცხოვრების  შემდეგად  ისინი  დაშორდნენ  ერთმანეთს,  თუმცა კოკომ  მალევე  გაიჩინა  ახალი  კავალერი  ინგლისელი  მეწარმე  არტურ კაპელი, სწორედ მისი დახმარებით  1910  წელს  შანელმა გახსნა  მაღაზია  პარიაში.იგი  თავად  ქმნიდა და  ყიდდა ქალის ქუდებს. ერთ წლის შემდეგ მან მოდის სახლი გადაიტანა  31 Rue Cambon- ის  ქუჩაზე, რომელიც დღემდე იქ არის. კოკომ დიდი ზეგავლენა მოახდინა მაღალ მოდაზე და მოხვდა 20-იანი წლების ყველაზე გავლენიანი ადამიანების ტოპ ასეულში გაზეთში - "TIME  MAGAZINE."  1913 წელს იხსნება შანელის მეორე მაღაზია, ხოლო 1919 წელს იგი იწყებს ქალის ტანსაცმლის მოდელების შექმნას ჯერსის ნაჭრისგან, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა მხოლოდ მამაკაცის სამოსისთვის.

     კოკო შანელი მოდის ისტორიაში შევიდა როგორც ქალის ტანისამოსში მამაკაცის სტილის შემომტანი. მან პირველმა შემოიტანა ქალებისთვის ტანისამოსის თავისუფალი სტილი, რითაც გაანთავისუფლა ქალები მკვეთრად შემოჭერილი ტანისამოსისგან, შექმნა შარვლის მოდელები მანდილოსნებისთვის. მას მოსწონდა ეს სტილი.





        1917 წელს მოკლედ შეიჭრა თმები და ამით საფუძლელი დაუდო ქალის მოკლე ვარცხნილობებს. 






       1919 წელს შანელს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰყავდა კლიენტები. მის მიერ შექმნილმა სამოსმა რევოლუცია მოახდინა მსოფლიო მოდაში და მთლიანობაში ზეგავლენა მოახდინა საზოგადოების ცხოვრების სტილის შეცვლაში. მან შეცვალა ქალების ურთიერთობა საკუთარ გარდირობთან. შანელის ერთ-ერთი ბიოგრაფი წერდა - "მან შექმნა ისეთი ქალი, რომელსაც მსოფლიო აქამდე არ იცნობდა. მან შექმნა ქალის ახალი ქმნილება - ყოვლისშემძლე, მიუხედავად ლეგენდალური ქალური სისუსტეებისა."


       ის არასოდეს არ ხატავდა საკუთარ მოდელებს, პირდაპირ მანეკენებზე ჩხვლეტით ქმნიდა სამოსს ან კიდევ ზედვე კლიენტებზე კერავდა, რათა ენახა, თუ როგორ გამოიყურებოდა ეს თუ ის სამოსი მოძრაობაში.







     1926 წელს შანელმა წარუდგინა მსოფლიოს თავისი Little Black Dress (მოკლე შავი კაბა) - ერთი  მარტივი  ნახევრადწრიულად  გამოჭრილი  მუხლის  სიგრძის კაბა  (კოკო ყოველთვის  თვლიდარომ  მუხლები ქალის  სხეულის  ყველაზე  არამიმზიდველი ნაწილია),  გრძელი  ან  მოკლე  სახელოებით,  საყელოს  და  ყოველგვარი  ღილების, მაქმანების,  ნაკეცების,  მანჟეტების  და  ფოჩების  გარეშე,  თუმცა  კაბა  გამოირჩეოდა მისი სივიწროვით.  იმ  დროს  ამერიკულმა  ჟურნალმა " Vogue"  პატარა  შავი კაბის უნივერსალურობა  და  პოპულარობა  მიამსგავსა  ავტომანქანა  Ford-ის  დონეს.









         30–იანი წლების ბოლოს მეორე მსოფლიო ომის კრიზისთან დაკავშირებით შანელი იღებს გადაწყვეტილებას შეაჩეროს წარმოება.1939 წელს შანელმა დახურა ყველა მისი მაღაზია და მოდის სახლი,  მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერების უმრავლესობამ ქვეყანა დატოვა, კოკო დარჩა პარიზში და ომის დასრულების შემდეგ გაემგზავრა შვეიცარიაში.
      1954 წელს იგი 70 წლის ასაკში ბრუნდება მოდის სამყაროში და ხსნის ახალ ბუტიკს Rue Cambon –ს.  მან გააუმჯობესა მისი კლასიკური მოდელები და შედეგად ყველაზე მდიდარი და ცნობილი ქალბატონები გახდნენ მისი ჩვენებების რეგულარული დამსწრენი. შანელის კოსტიუმები იქცა ახალი თაობის სიმბოლოდ, რომელიც დამზადებულია ტვიდის ქსოვილისაგან, ვიწრო ქვედატანთან ერთად, ქურთუკი საყელოს გარეშე, ოქროს ღილებით და ზემოდან მიკერებული ჯიბეებით. ასევე კოკომ ახლიდან წარმოადგინა ჩანთები, სამკაულები და ფეხსაცმელები, რომლებსაც  დიდი  წარმატება  ხვდათ  პოდიუმზე.

                
                                              კოკო  შანელის  მოდის  სახლი










მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა თუმცა ის არასოდეს არ ყოფილა დაქორწინებული და არ ყავდა შვილი.


1971 წლის 10 იანვარს 88 წლის ასაკში Coco Chanel გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია ქ. ლოზანაში - შვეიცარია.



  რა  დაუტოვა  კოკო  შანელმა  მოდას ?


  #   ჯაჭვისსახელურიანი  ხელჩანთა.

  #   ხელოვნური მარგალიტი და საერთოდ ბიჟუტერია აქცია მოდურად.

  # ქალბატონის შარვალი.



#  მოკლე  ვარცხნილობა



# უნიკალური ””პატარა შავი კაბა” და საერთოდ შავი ფერი გახადა აქტუალური.



# პატარა ელეგანტური ქუდები.



# გარუჯული კანით სიარული.

# დიდი სათვალე.



                                                   შანელის  გამონათქვამები:


# თუ რომელიმე ქალბატონმა სილამაზით მოგხიბლათ, მაგრამ ვერ იხსენებთ როგორ ეცვა, ესე იგი, ის იდეალურად იყო შემოსილი. 

# არსებობენ მდიდარი ადამიანები და ადამიანები, რომელთაც აქვთ ფული.

# მე მომწონს, როდესაც მოდა ქუჩაში გადის და არა _ შემოდის ქუჩიდან

#   მოერიდეთ ზედმეტ ორიგინალურობას, ქალბატონთა მოდაში ამას ზოგჯერ მასკარადამდე მივყავართ.


# იმისათვის რომ იყო შეუცვლელი, საკუთარი თავი ხშირად უნდა ცვალო. 

#  თქვენი სახე ოცი წლის ასაკში ბუნებამ მოგანიჭათ, თუ როგორს გახდით მას 50 წლისას, თქვენზეა დამოკიდებული. 

#  სიბერე არ გიცავს სიყვარულისგან, სიყვარული კი გიცავს სიბერისგან.

# მოდა გადადის, სტილი რჩება. 

#   ყოველი ქალბატონი კონკრეტულ ასაკში ისე გამოიყურება როგორც იმსახურებს. 















 



















    კოკო შანელი მთელი ცხოვრება ხელმძღვანელობდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი დევიზით - " თუ გინდა გქონდეს ის რაც არასოდეს არ გაგაჩნდა, მაშინ უნდა გააკეთო ის, რაც არასოდეს არ გაგიკეთებია"





წყარო:





  #   http://www.bestservice.ge/index.php?option=com



  #  http://geronia.blogspot.com/2010/11/gabrielle-bonheur-coco-chanel.html


  #  http://angel.ge/index.php?newsid=93386
















          





    






No comments:

Post a Comment