Tuesday, November 13, 2012

მაჰათმა განდი- (1869-1948)



            მოჰანდას კარამჩანდ განდისაყოველთაოდ ცნობილი, როგორც მაჰათმა        განდიინდოეთის სულიერი და პოლიტიკური ლიდერი, რომლის წინამძღოლობით   ინდოეთმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას მიაღწია. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ის   უარჰყოფდა რაიმე სახის ტერორიზმს ან ძალადობას. ძალადობის უარყოფის მისეულმა      ფილოსოფიამ, რომელსაც მან სატიაგრაჰა უწოდა, დიდი გავლენა იქონია ეროვნულსა თუ   საერთაშორისო არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობებზე მსოფლიო მასშტაბით.   



   
        
               
----    მან ინდოეთი გაანთავისუფლა ბრიტანელებისგან, რომლებიც ინდოეთში მრავალი საუკუნის განმავლობაში თარაშობდნენ.

----     მან დაარსასატიაგრაჰა”, პირველი ორგანიზაცია, რომელიც ყოველგვარ უთანხმოებას მხარეებს შორის ძალადობის გარეშე აგვარებდა.

 ---- ბევრის თქმით, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს ინდოეთი ყოველგვარ  ტერორიზმს და ომს იგნორირებას უკეთებს. 



                 მაჰათმა        განდის      გამონათქვამები....




----„ლაჩარს არ შეუძლია სიყვარულის გამოხატვა; სიყვარული მამაცის პრეროგატივაა”

--- “ერთი პატარა საქმე, ათას ნაქადაგებ საათს სჯობს”


--- ”იყავი ცვლილება, რომლის დანახვაც გსურს სამყაროში"


----- ” უზენაესის ტახტის წინაშე, კაცი თავისი საქმნით კი არ განისჯება, არამედ მისი მიზნებით, რადგან ღმერთი კითხულობს ჩვენს გულებს”


 ----- ”კაპიტალი,როგორც ასეთი, არ არის ბოროტება, ეს მისი არსწორად გამოყენებაა ბოროტება. კაპიტალი, ერთი ფორმით თუ მეორით, ყოველთვის იქნება საჭირო” 


---- ” შეცდომების აღიარება წააგავს ცოცხის მიერ ჭუჭყის გადახვევტვას და ზედაპირის სინათლისა სისუფთავის გამოეჩენას. მე ძლიერი ვარ იმისთვის, რომ შევძლო აღსარება”


---- ” თითოეულმა ჩვენთაგანმა მშვიდობა საკუთარ თავში უნდა იპოვოს, და რომ ეს მშვიდობა ნამდვილია, იმით გავიგებთ თუ არ მოქმედებს მასზე გარეშემო სიტუაციები”


---- ” გძულდეს ცოდვა და არა ცოდვილი.”


  ------- ” მე ვისურვებდი – სიცოცხლეში მოვსწრებოდი ინდოეთის თავისუფლებას, მაგრამ თუ ამას ღმერთი არ მაღირსებდა, შევებრძოლებოდი არა ღმერთს, არამედ საკუთარ თავს.


  ---- ”მე ვეწინააღმდეგები ძალადობას, რადგან როცა ჩანს, რომ კარგს აკეთებს, ეს დროებითია. ხოლო მისი ცუდი სამუდამო”


---- ”ადამიანი თავისი ფიქრების ნაყოფია, რასაც იფიქრებს, ის გახდება “



                                                  
                                                   განდის   სიკვდილი...


               იგი 1948 წლის 30 იანვარს 78 წლის ასაკში მოკლეს. როდესაც მაჰათმა განდი თავის ორ შვილიშვილთან ერთად ტაძრისკენ მიემართებოდა, მასთან ახალგაზრდა ჰინდუ მიიჭრა. იგი ჩაიჩოქა განდის წინაშე, თითქოს კურთხევას სთხოვსო, მაგრამ მის ხელში იელვა რევოლვერმა და სამი გასროლით სიცოცხლეს გამოასალმა.განდის ბოლო სიტყვები: - «He Ram» (ო, ღმერთო) ტუჩებზე შეაცივდა. იგი ადგილზევე გარდაიცვალა. იგი იმიტომ მოკლეს, რომ მუსლიმთა მიმართ ლოიალურობას ამჟღავნებდა.

         მისი მკვლელი დააპატიმრეს, მოგვიანებით გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. განდის ცხედარი ჯერ განათებულ სამლოცველოს თავზე დაასვენეს, მეორე დღეს 5 საათის განმავლობაში დელიში რამდენიმე მილიონი ადამიანის თვალწინ ჩაატარეს, შემდეგ ინდუსური ჩვეულებისამებრ მდინარე ჯამუნას ნაპირზე დაწვეს და ფერფლი 11 თებერვალს სამლოცველოდან გამოიტანეს და დელის ქუჩებში ისევ პროცესიით ატარეს, ბოლოს კი მდინარეების - ჯამუნასა და განგას შესართავთან ოკეანის დინებას მისცეს. 



  
          





















                


No comments:

Post a Comment